ტაილანდში დღეიდან კანაფის მოყვანა და ვაჭრობა ლეგალურია - რეკრეაციული გამოყენება არა

გამოქვეყნდა:

ტაილანდმა მარიხუანა აკრძალული ნარკოტიკების სიიდან ამოიღო. ქვეყანაში ახლა უკვე დაშვებული ხდება კანაფის მცენარის მოყვანა სახლში, ასევე მოსავლის გაყიდვა. სტუმრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კანაფის შემცველი კერძები და სასმელები რესტორნებში.

მიუხედავად კანონების შემსუბუქებისა, მარიხუანას რეკრეაციული, გასართობი, დასასვენებელი მიზნებით გამოყენება ისევ აკრძალული რჩება.

მთავრობა იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კანაფის ვაჭრობა ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას ხელს შეუწყობს. მაისში მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ კანაფის მილიონ ნერგს დაურიგებენ მოქალაქეებს, რათა სახლში მცენარის მოყვანა წაახალისოს.

"ეს არის შესაძლებლობა ხალხისთვის და სახელმწიფოსთვის, მიიღონ შემოსავალი მარიხუანასა და კანაფიდან", - თქვა ვიცე-პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა, ანუტინ ჩარნვირაკულმა გასულ თვეში.

ახალი წესი ძალაში 9 ივნისიდან შევიდა. მოქალაქეებმა ხელისუფლებას უნდა შეატყობინონ კანაფის მცენარის მოყვანის შესახებ, მცენარე უნდა იყოს სამედიცინო ხარისხის და გამოყენებული იყოს სამკურნალო მიზნებისთვის, გარდა ამისა, კანაფის კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად დამატებითი ლიცენზიის მიღება იქნება საჭირო.

შინამეურნეობებს შეეძლებათ 6-მდე კანაფის ქოთნის მცენარის გაშენება, ნებართვის შემთხვევაში მცენარის მოშენებას კომპანიებიც შეძლებენ.

ქვეყნის მასშტაბით კლინიკებს ასევე შეუძლიათ, უფრო თავისუფლად შესთავაზონ კანაფი, როგორც სამკურნალო საშუალება მომხმარებლებს. ტაილანდი პირველი ქვეყანა იყო აზიაში, რომელმაც 2018 წელს დააკანონა სამკურნალო კანაფის გამოყენება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი