
სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა - ასე ეხმაურება "ოცნების" დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში, კრიტიკული რეზოლუციის წარდგენას, სადაც საუბარია პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმში.
თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, კანონმდებლობის სრული დაცვით არიან მიცემული პასუხისგებაში:
"სიმართლე არის საქართველოს მხარეს, არც ნიკა გვარამია არ არის თავისუფალი მედია, არც მიხეილ სააკაშვილი არ არის დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები, კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას.", - ამბობს არჩილ თალაკვაძე
ცნობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში, რეზოლუციის 6 კრიტიკული პროექტია დარეგისტრირებული. აღნიშნული რეზოლუციის ყველა ვერსია გმობს პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემასა და მედიაში.
იხილეთ ასევე: