
რუსული არმია დონბასის რეგიონს ისევ ბომბავს. ინტენსიურად ისვრის ფრონტის ხაზზე განლაგებული დასახლებული პუნქტების მიმართულებით. იყენებს ავიაციას, მძიმე არტილერიას და შორი დისტანციის ნაღმტყორცნებს. ამ დრომდე მძიმე ვითარებაა სევეროდონეცკში, სადაც ქუჩის ბრძოლები გრძელდება. მტერმა იერიში მიიტანა აზოტის ქარხანაზე.
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, საარტილერიო დაბომბვის შედეგად ლისიჩანსკში დაიღუპა ქალი და დაჭრა მისი შვილი.
მისივე ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. გაიდაიმ რუსული არმიის მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა რომ მტრის რამდენიმე ელიტურმა რაზმმა ბრძოლაზე უარი თქვა და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ისინი ახალი რაზმებით ჩაანაცვლა.