"პარლამენტებში ტერორისტები ჰყავთ" - ერდოღანი ამბობს, რომ ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში "არ შეუშვებს"

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას არ დაუშვებს მანამ, სანამ "მათ პარლამენტებში ტერორისტები იმყოფებიან".

ამასთან დაკავშირებით ერდოღანმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სანამ ეს ტერორისტები რჩებიან პარლამენტებში, სანამ ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებენ დემონტრაციებს სტოკჰოლმის ქუჩებში ტერორისტების ლიდერების სურათებით და სანამ ისინი ამას აკეთებენ შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ,  სანამ შვედეთის სახელმწიფო ტელევიზია აგრძელებს ტერორისტების ლიდერებთან ინტერვიუების გადაცემას, ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ მათ: "წინ, გთხოვთ, შეუერთდით ნატოს", - თქვა ერდოღანმა.

რაც შეეხება ფინეთს, თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ეს ქვეყანაც "სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი საქმიანობით არის დაკავებული".

შეგახსენებთ, 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ერთობლივად განაცხადეს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რის შემდეგაც შესაბამისი პროცედურა დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი