კიევში "აზოვსტალის" კიდევ 58 დამცველის ცხედარი გადაასვენეს - 4 მათგანი სავარაუდოდ, "აზოვის" პოლკში მსახურობდა

გამოქვეყნდა:

კიევში "აზოვსტალის" კიდევ 58 დამცველის ცხედარი გადაასვენეს. ინფორმაციას უკრაინის სტრატკომი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათგან 4 გარდაცვლილი სავარაუდოდ, "აზოვის" პოლკში მსახურობდა.

ცხედართა იდენტიფიკაციის პროცესში ჩაერთვება პოლკის პატრონაჟის სამსახური.

გარდაცვლილების დაკრძალვა "აზოვსტალის" დაღუპული გმირების მემორიალთან იგეგმება, რომლის აშენებაც დნეპრის ფერდობებზე სურთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი