კრიმინალების დასაცავმა კამპანიამ ევროპარლამენტამდე მიაღწია - "ოცნების" პირველი განცხადება რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პირველი პასუხი ევროპარლამენტს - საგანგებო ბრიფინგზე განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და ევროპარლამენტარებს "ფეიკის მსხვერპლები" უწოდა:

კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად ადა ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად  ევროკავშირის ერთ ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და  შემაშფოთებელია. უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც თანამედროვე სამყაროს ერთ -ერთი უმთავრესი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება. " განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, შესწორება შევიდა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი