ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის ქვეყნები იმ სტანდარტებისგან, რომელიც სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს - კობახიძე რეზოლუციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომლითაც მისი ავტორები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ითხოვენ, "შემაშფოთებელს" უწოდებს.

როგორც კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, "გამაოგნებელია" ევროპარლამენტისგან იმ ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებმაც "საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს".

"მსუბუქად ნამდვილად ვერ გამოვეხმაურებით ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას "ჰუმანიტარული მოტივით" მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ამგვარ მოწოდებებს ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადმიანის უფლებებს ეხება. ღმერთმა დაიფაროს საქართველო და ევროკავშირის თითოეული ქვეყანა მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტისგან, რომელიც 2004-2012 წლებში სააკაშვილმა და გვარამიამ დაამკვიდრეს.

გამაოგნებელია, როდესაც ევროპარლამენტი მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში იმ ადამიანების გათავისუფლებისკენ მოგვიწოდებს, რომლებმაც საქართველოში მედიის თავისუფლება ფეხქვეშ გათელეს, ყაჩაღურად მიიტაცეს ყველა ევროვნული მაუწყებელი და საქართველოში ნაციონალური მოძრაობის სრული მედიამონოპოლია დაამყარეს, ტელეკომპანია იმედი დაარბიეს და შემდეგ ის მაროდიორულად კანონიერ მფლობელს წაართვეს, რომლებმაც სულ რაღაც ორი წლის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანია 7 მილიონით გაძარცვეს. 

შეგახსენებთ, რომ სიცრუისა და სიძულვილის ყოველდღიური ტირაჟრებიათა და მედიაში დამკვიდრებული ბილწსიტყვაობით, ეს ადამიანები დღემდე ფეხქვეშ თელავენ ყველაფერ ღირებულს, რასაც თავისუფალი მედია, როგორც საზოგადოების ინტერესების სამსახურში მყოფი დემოკრატიული ინსტიტუტი განასახიერებს", - თქვა ირაკლი კობახიძე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი