
სამხრეთ კორეაში, დეგუში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სულ მცირე 49 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews, ადგილობრივ მეხანძრეებსა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით ხანძარი საოფისე შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ქალაქის სახანძრო განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ყველა გარდაცვლილი ერთ ოთახში იპოვეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.