ხელისუფლების კავშირი მოძალადე ჯგუფებთან | ვინ ავრცელებს საქართველოში ანტიდასავლურ რიტორიკას

გამოქვეყნდა:

რადიკალური ორგანიზაციები, რომელთა დახმარებითაც "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესი ლამის ჩიხში შეიყვანა. ვინ არიან საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური რიტორიკის ძირითადი გამავრცელებლები?

ევროკავშირის რეზოლუციაში ჩამოთვლილი პრობლემების გაანალიზება აჩვენებს, რომ ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში, აგრესიისა და ძალადობის ინიციატორები კონკრეტული პირები და ორგანიზაციები არიან. ხელისუფლების მდუმარე ნებართვით ალტ-ინფო, კონსერვატიული პარტია, მამა-შვილი ფალავანდიშვილები ხშირ შემთხვევაში დაუსჯელები რჩებოდნენ და ყოველ შემდეგ ჯერზე სულ უფრო აგრესიულები ხდებოდნენ.

ახლა "ქართული ოცნების" პოლიცია იძლებულია უფრო რადიკალურად იმოქმედოს, მაგრამ პრორუსულმა აქტივისტებმა მიზანს თითქმის მიაღწიეს და დასავლეთთან ურთიერთობაში კითხვის ნიშნები გააჩინეს.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი