"მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი" | "ოცნების" მხარდამჭერებმა მანიფესტი შექმნეს

გამოქვეყნდა:

"მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი" - ამ სახელწოდებით მანიფესტი "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა შექმნეს. 

საქართველოს  მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მე ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი, ჩვენ გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწრებით, - წერია მანიფესტის ტექსტში.

ამ დროისთვის, მანიფესტს ხელს 79 ადამიანი აწერს. საჭიროა სულ 49921 ხელმოწერა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი