ზელენსკიმ პუტინსა და რუს მაღალჩინოსნებს პირადი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის თანახმად, პირადი სანქციები უწესდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და კიდევ 34 ადამიანს, მათ შორის, კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვს, პრემიერ მიხეილ მიშუსტინს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს, უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაწესდა და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის. 

სანქციების ჩამონათვალი:

  • აქტივებისა და ქონების დაბლოკვა;
  • უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გადინების პრევენცია;
  • უკრაინის საზღვრის გადაკვეთის, უკრაინის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვა;
  • ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციების აკრძალვა;
  • ვიზის გაცემაზე უარის თქმა;
  • უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა;
  • უკრაინული რადიოსიხშირეების გამოყენების აკრძალვა;
  • უკრაინაში ქონების პრივატიზაციისა და იჯარით გაცემის აკრძალვა;
  • ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შეწყვეტა;
  • ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა;
  • მიწის საკუთრების აკრძალვა და სხვა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ, ინდივიდუალური სანქციების საგზაო რუკა შეიმუშავა. დოკუმენტი ასახავს სანქციების მიზნებს, მათი გამოყენების პრინციპებს, დეტალურად განსაზღვრავს ყველა კატეგორიის პირს და ვის უნდა დაუწესდეს პირადი სანქციები.

შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით, NAPC-მ უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს იმ პირთა სია, რომლებიც აკმაყოფილებენ სანქციების კრიტერიუმებს და გაუგზავნოს ის ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მზად არიან ამ სანქციების დაწესებისთვის. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა გარკვეული დღიდან უნდა გამოაცხადოს სანქციები ამ პირების მიმართ.

შემოთავაზებული პროცედურის მიხედვით, კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს იმ პირთა სია, რომლებიც აკმაყოფილებენ სანქციების კრიტერიუმებს და გაუგზავნოს ის იმ ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მზად არიან ამ სანქციების დაწესებისთვის. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი