პუტინმა მიანიშნა, რომ ომი შეიძლება, 20 წელზე მეტხანს გაგრძელდეს და რუსებს უფრო აქტიურად გამრავლება სთხოვა - მედია 

გამოქვეყნდა:

პუტინმა მიანიშნა, რომ ომი შეიძლება 20 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს და რუსებს სთხოვა, უფრო აქტიურად გამრავლდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი, ვიბრძოლოთ - ეს აშკარაა. ახლა პეტრე დიდის 350 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე ვიყავით. თითქმის არაფერი შეცვლილა. პეტრე დიდი 21 წლის განმავლობაში იბრძოდა ჩრდილოეთის დიდ ომში.... დემოგრაფია უპირველესი ამოცანაა. ჩვენ გვჭირდება მეტი ხალხი და ისინი უნდა იყვნენ ჯანმრთელები", - თქვა ოკუპანტმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პეტრე დიდს ჩრდილოეთის დიდი ომის დროს შვედეთისთვის არაფერი წაურთმევია. "თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა!",- თქვა მან

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი