თავდასხმის მცდელობა ჩხოროწყუს მერზე | "ოცნების" წევრების ნაწილი ქალაქის მერს უპირისპირდება

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუში, დღეს საღამოს, ქალაქის მერზე თავდასხმის მცდელობა იყო. ცნობილი ხდება, რომ მერიის შენობის წინ, პოლიციის სამმართველოდან 100 მეტრში, დავით გოგიას "ქართული ოცნების" წევრი, დავით იზორია მიუვარდა.

თვითმხილველები გვიყვებიან, რომ შემთხვევა დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მაშინ მოხდა, როცა გოგიას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თბილისიდან სტუმრები ჰყავდა და განახლებული რაიონისთვის სამუშაო გეგმას განიხილავდნენ. 

მათივე ცნობით, დავით იზორია უშვერი სიტყვებით და გინებით მიუვარდა დავით გოგიას, მისკენ გაიწია კიდეც, თუმცა მას ჩამოსული სტუმრები და მერის მოადგილე ჩაუდგნენ წინ და მიახლოების შესაძლებლობა არ მისცეს.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ გოგიასა და იზორიას შორის დაპირისპირება 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან გრძელდება. 

ასევე, ცნობილია, რომ დავით იზორიას მამა, ვალერი იზორიაც "ოცნების" ხელისუფლების წევრია, დასაქმებულია ჩხოროწყუს მერიის აიპ-ში და არჩევნების დროს ერთ-ერთი ქმედითი პირია. 

თვითმხილველი ამბობს იმასაც, რომ მომხდარზე პოლიციას რეაგირება არ ჰქონია. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი