განვითარების წინაშე წვლილის მქონე ადამიანის სანქციაზე საუბარი, ღირებულებების სანქციაზე საუბარია - იონათამიშვილი ივანიშვილზე 

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, არცერთ პირს, ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

იონათამიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრობს და "განმარტავს", რომ როდესაც ოლიგარქ ივანიშვილის სანქციაზე იწყებ ლაპარაკს, სინამდვილეში ღირებულებების სანქციაზე საუბრობ. 

„როდესაც ბიძინა ივანიშვილზე არის საუბარი, ერთ კონკრეტულ პირს, ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

როდესაც არის მასზე საუბარი, მისი ქველმოქმედება, რომელიც სამ მილიარდ დოლარზე მეტია, მარტო ქველმოქმედება კი არ არის, ეს არის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში. როდესაც ადამიანს აქვს ასეთი წვლილი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის, მოქალაქეებისა და ეკონომიკის წინაშე, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და განვითარების წინაშე და ასეთი ადამიანის სანქციაზე იწყებ ლაპარაკს, აქ ღირებულებების სანქციაზეა სინამდვილეში ლაპარაკი და არა კონკრეტული ადამიანის სანქციაზე. ეს ეხება თითოეულ იმ მოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და დემოკრატიული პრინციპების გამყარება...", - თქვა რატი იონათამიშვილმა "პირველი არხის" ეთერში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი