რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ღამით დნეპროპეტროვკის ოლქი დაბომბეს, დილით კი იერიში დნეპრის რაიონზე მიიტანეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

"ღამე და დილა დაძაბული იყო. ღამით მტერმა ისევ გაისროლა კრივოი-როგის რაიონში. ცეცხლის ალში ერთდროულად სამი დასახლება მოექცა. ნგრევა იყო ზელენოდოლსკის დასახლებაში. 41 წლის ქალი დაიჭრა ჭურვის ნამსხვრევებით. შიროკოვსკასა და აპოსტოლოვკსის ქუჩებში არავინ დაშავებულა. დილით სარაკეტო იერიში მიიტანეს დნეპრის რეგიონზე", - თქვა რეზნიჩენკომ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი