ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა და მოლოდინები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - NGO-ები კარა მაკდონალდს ხვდებიან

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო სექტორი ამ წუთებში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ კარა მაკდონალდს ხვდება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის პერსპექტივაზე ისაუბრებენ.

მაღალი რანგის სტუმართან დისკუსიის თემა ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პრობლემებიც იქნება.

"ვისაუბრებთ ალბათ ყველაზე მთავარ საკითხზე, რაც არის საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივა, გაკეთებული განაცხადი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და მოლოდინები. ცხადია, ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს საქართველოს გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია მიუხედავად ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით არსებული პრობლემებისა, ქართველ ხალხს მაინც დაეხმარონ ამ პროცესში", - თქვა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი