პოლიტიკური მართლმსაჯულება და გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე - NGO-ების ნაწილი კარა მაკდონალდს შეხვდა

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს, მედია დამოუკიდებლობასა და ქვეყნის წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებს. 

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენელი, გურამ იმნაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო "მძიმე პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას".

"ცხადია დავაფიქსირეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია, რომ გაუარესებული ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მართლმსაჯულების რეფორმის ჩავარდნის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ნამდვილად იმსახურებს მორიგ პოზიტიურ პასუხს ევროპარლამენტისგან, ევროკომისიისგან", - აღნიშნა მან. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ საუბარი შეეხო "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესაც. 

"ჩვენ გადავეცით ერთობლივი შეფასება საიასა და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ მომზადებული შეფასება განაჩენთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც ის ძალიან კარგად იყო ინფორმირებული. ჩვენი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და რა როლს თამაშობს ამ შემთხვევაში ხელისუფლების პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე, როგორ უშლის რეალურად ქვეყენას ხელს", - ამბობს სიმონიშვილი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, გიორგი ონიანის თქმით, აშშ დეტალურად ინფორმირებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელიც რეფორმების კუთხით ერთ დროს რეგიონის ლიდერი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი