გამოხატა წუხილი, რომ ქვეყანაში არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულებით - მაკდონალდი არასამთავრობოებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

გამოხატა დიდი წუხილი, რომ ქვეყანაში არის უკუსვლა დემოკრატიის მიმართულებით, იქნება ეს მართლმსაჯულება, მედიასთან დაკავშირებული საკითხები, თუ არჩევნების ჩატარების ხარისხი-  განაცხადა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ კარა მაკდონალდსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოში ვიზიტად იმყოფება და უკვე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როგორია საქართველოში მედია დამოუკიდებლობა და სიტყვის თავისუფლება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, გასული წლის 5-6 ივლისის სადამსჯელო ღონისძიება და მთავარი არხის დამფუძნებლის უსაფუძვლო პატიმრობა იყო შეხვედრისას საუბრის მთავარი თემები.

მედია ორგანიზაციებმა ამერიკელ მაღალჩინოსანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს როგორ ებრძვის ხელისუფლება დამოუკიდებელ და ოპოზიციურ მედიას უქმნის. 

მანამდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ინფორმაცია მიიღო საქართველოში მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე.

კარა მაკდონალდი შეხვედრებს დღეს პარლამენტში გააგრძელებს და უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდება. განცხადებას ის სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი