"ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში" - ხიდაშელის პასუხი ხოშტარიას

გამოქვეყნდა:

დავით ხიდაშელის პასუხი ელენე ხოშტარიას - "დროას" ლიდერს ბიზნესმენი მეზღაპრეს უწოდებს:

"ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში
მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი , არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით
მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენა გასწორებაში 
საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ
რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხობის მცდელობებს ჩემს მიმართ ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ რომ ჩივილსაც აზრი არ აქვს
რასაც უნდა იძახიან და წერენ
ენას ძვალი არ აქვსო რო იტყვიან" აცხადებს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, "დროას" ლიდერმა დღეს ის ბიზნესმენები დაასახელა, რომლებიც სანქცირებულთა სიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად უნდა მოხვდნენ. ერთ-ერთი ამ სიაში დავით ხიდაშელიცაა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი