ცნობილია კიდევ ერთი პირი, ვინც რესტორანში, ავტომატიდან სროლის კადრებში ჩანს

გამოქვეყნდა:

ცნობილია კიდე ერთი პირი, ვინც რესტორან "მარანი ჰოლში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის კადრებში ჩანს - არსებული ინფორმაციით, ის ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია.

თავად ფაქტზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო- ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ხულიგნობის მუხლებით.

ამ დრომდე უცნობია იმყოფებოდნენ თუ არა სამართალდამცველები რესტორანში და ამოიღეს თუ არა ვიდეოკამერების ჩანაწერები, არც დაცვა და არც ადგილობრივი პოლიცია არ საუბრობს.

კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ისვრის ერთ-ერთი სტუმარი ავტომატიდან. ის კონსტანტინე ნატროშვილია. კადრში ასევე ჩანს კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც იარაღი აქვს ხელში. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი