უკრაინის უსაფრთხოებამ კიევის რეგიონიდან ასობით საბჭოთა პასპორტი ამოიღო - ოკუპანტები "რეფერენდუმს" გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონის აღების შემთხვევაში რუსი ოკუპანტები გეგმავდნენ საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნას და ფსევდორეფერენდუმის მოწყობას ადგილობრივი რესპუბლიკის გამოცხადების მიზნით - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური [SBU] ავრცელებს.

უწყება საბჭოთა პასპორტების ფოტოებსაც აქვეყნებს, რომლებიც ოკუპანტებს უკვე გამზადებული ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებისთვის დასარიგებლად. 

SBU-ს ცნობით, ბუჩას რაიონში, ქალაქ მაკარივის მახლობლად, მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს მტრის თავშესაფარი, სადაც  ყოფილი სსრკ-ს პასპორტები ინახებოდა. პოლიციამ ასობით ცარიელი ასეთი მოწმობა ამოიღო.

უკრაინაში ახლა მიმდინარეობს ოპერატიული მოქმედებები ამ დანაშაულის ჩამდენების პასუხისგებაში მისაცემად.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი