საზოგადოების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება - ვოლსკი ხუნდაძის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უსამართლოა.

მისივე თქმით, ხუნდაძემ მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გააჟღერა და არა პარტიის პოზიცია. ვოლსკის აზრით, როცა უმრავლესობის წევრი აზრს აჟღერებს, პირველ რიგში ვალდებულია იყოს გულახდილი.

"არავითარი ვნებათა ღელვა ამ განცხადებამ არ გამოიწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედაც ასე ფიქრობს, რომ უსამართლობის ატმოსფეროში ყოფნა არ შეიძლება, რომ უსამართლოა რეზოლუცია, რომელიც იყო მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით და აბსოლუტურად შეუსაბამოა ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც ამ რეზოლუციაში აისახა.

მე ვფიქრობ, ხუნდაძემ ეს გარკვეული მოსაზრება გააჟღერა ამასთან დაკავშირებით, თუმცა რასაკვირველია, ეს არ არის პარტიის, პოლიტიკური გუნდის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იქნება იმის გათვალისწინებით მიღებული რაც დღეს მსოფლიოში ვითარებაა, ანუ საქართველოს ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა და იგი გახდება კანდიდატი", - თქვა ვოლკსიმ.

დიმიტრი ხუნდაძემ დღეს თქვა, რომ თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. მისივე აზრით, სტატუსის მისაღებად ღირსება არ უნდა დავთმოთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი