არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არც ბიძინა ივანიშვილს, არც მიხეილ სააკაშვილსა და არც ნიკა გვარამიას არ უნდა გადაჰყვეს ქვეყნის ევროპული მომავლის წინსვლა.

მისი თქმით, ბრუნდება საქართველოში და აქედან აპირებს დაიცვას ქვეყნის მომავალი.

"მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე რამეთუ კონსტიტუციის 78 -ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი, მე არ მჯერა რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ, ამისთვის ვრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ბრიუსელში მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთავრობამ არ მისცა რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტის უფლება, მათ შორისაა ომში მყოფი უკრაინა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" განცხადებები არ აძლევს საშუალებას დაიცვას ჩვენი ქვეყნის კანდიდატურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი