ზურაბიშვილი "ოცნების" წინააღმდეგ | რას აპირებს ივანიშვილის პოლიტიკური სულისკვეთების ერთგული პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების" კონფლიქტი პიკს უახლოვდება. ქვეყნის მეთაურმა სრულიად მოულოდნელად პირდაპირ სატელევიზიო ეთერში ღიად ისაუბრა ზეწოლაზე ხელისუფლების ლიდერებისგან, და მმართველი პარტია ფაქტობრივად პრორუსულობაში დაადანაშულა. "მე ვწყვეტ ვიზიტებს და ვბრუნდები საქართველოში, რომ ქვეყანის მომავალი გადავარჩინო" - პრეზიდენტის ეს სიტყვები იმდენად შეუპოვრად ჟღერდა, რომ საზოგადოებაში გარდაუვალი და მძიმე პოლიტიკური კონფლიქტის განცდაც კი გაჩნდა.

მაგრამ ეს განცდა დიდხანს არ გაგრძელებულა. სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ განცხადება, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი პერსონალიებს - სააკაშვილს, გვარამიასა, ივანიშვილს არ უნდა გადავაყოლოთ, პოლიტპატიმრების შეწყალების განზრახვასავით ჟღერდა. თუმცა სულ მალევე პრეზდენტმა საკუთარი ხელით, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე უარყო შეწყალების შესაძლებლობა რითიც დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სულისკვეთების ერთგული რჩება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი