"ოცნების" უარი ევროპაზე | ანტიდასავლური კამპანია ოლიგარქი ივანიშვილის დაცვის მოტივით

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ღია ანტიდასავლურ კამპანიას იწყებს. პირველ ფრთხილ განცხადებებს პარლამენტის დეპუტატები და მმართველი პარტიის ღია მხარდამჭერები აკეთებენ. ხან ღირსებისა და ხან ბიძინა ივანიშვილის დაცვის მოტივით, ზოგიერთი ლობიოს ჭამის იმედით და ზოგიც ომის შიშით, თანახმა არიან, უარი თქვან ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.

პარტიის ლიდერები ჯერ საჯაროდ არ აფიქსირებენ, მაგრამ სულ უფრო აშკარაა, რომ ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკაა. მმართველი პარტია, ანუ ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილი, ან მისი სახელით ირაკლი ღარიბაშვილი, მზად არიან გაიმეორონ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის გზა, რომელმაც 2014 წელს სრულიად მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და აღიარა, რომ ეს ვლადიმერ პუტინის სურვილით გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი