
გერმანული მედიის ინფორმაციით, დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამაში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთი სასწავლებლის დერეფანში ოთხი ადამიანი დაჭრა.
ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ, რაც 34 წლის კაცი აუდიტორიაში შევიდა, რამდენიმე სტუდენტმა მისი დაკავება შეძლო, რის შემდეგაც, ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს.
პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს. დაჭრილთაგან სამი ქალი და ერთი კაცია. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.