რუსეთმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია დატოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. 

რუსული მედიის ცნობით, შესაბამის ბრძანებას პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. 

რუსეთის მიერ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილების მიღების შესახებ 27 აპრილს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც გაერომ ქვეყანას წევრობა შეუჩერა. საგარეო უწყებაში განაცხადეს, ორგანიზაცია "ფაქტობრივად მონოპოლიზებულია ევროკავშირის ქვეყნების მიერ, რომლებიც მას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი