
ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტები რამდენიმე მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას იყენებენ, რაც ძალიან სახიფათოა.
"რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ინფორმაცია გვაქვს, რომ მტერმა რამდენიმე მიმართულებით "სოლნცეპიოკის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა გამოიყენა. ეს ძალიან სახიფათო სისტემაა, რომელსაც რამდენიმე ჰექტრის განადგურება შეუძლია. ოკუპანტები ამ სისტემიდან ტოშკივკას ესვრიან. მძიმე ბრძოლებია. არ ვიცით რამდენი მოქალაქეა დარჩენილი, თუმცა თამამად ვიტყვი, რომ ვითარება უკიდურესად მძიმეა", - თქვა გაიდაიმ.
რაც შეეხება სევეროდონეცკს, გუბერნატორის ცნობით, იქ ვითარება ამ დროისთვის უცვლელია:
"სამწუხაროდ ქალაქის დიდი ნაწილს რუსები აკონტროლებენ, თუმცა ბრძოლები გრძელდება. ამ დრომდე იბომბება ლისიჩანსკი-ბახმუტის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი", - დასძინა სერგეი გაიდაიმ.
ასევე იხილეთ: