"ოკუპანტებმა ყველას ცხოვრება შეცვალეს..." | უკრაინის მუფთმა თანამდებობა დატოვა საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო

გამოქვეყნდა:

უკრაინის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საიდ ისმაგილოვმა თქვა, რომ თანამდებობა დატოვა და ფრონტზე წავიდა - ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ის გვერდზე დაწერა. 

"იგეგმებოდა, რომ გაზაფხულზე მუფთის პოსტს დავტოვებდი და მეცნიერულ - საზოგადოებრივ საქმიანობას მივუძღვნიდი თავს, მაგრამ ოკუპანტებმა შეცვალეს ყველა უკრაინელის ცხოვრება“, - წერს ის.

ცნობისთვის, საიდ ისმაგილოვი მუფთის თანამდებობას 13 წელი იკავებდა. ის და მისი ოჯახი 2014 წელს იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ მშობლიური დონეცკი. ამ დრომდე ის საბრძოლო ზონიდან დაჭრილების გამოყვანის ოპერაციაში იყო ჩართული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი