გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა.  
ახალგაზრდებმა მათთვის აქტუალურ პრობლემებზე, ხელმისაწვდომ სტუდენტურ სესხებზე, სოციალურად დაუცველთათვის დაფინანსების გაზრდასა და საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.

გრიგოლ ვაშაძემ სტუდენტებს განათლების სფეროში პარტიის მიერ შემუშავებული გეგმა და რეფორმა გააცნო.

ყველაზე მნიშვნელოვანი ორი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, ქუთაისში ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ. ამ ბავშვებს შესანიშნავად ესმით ის ხარვეზები, რაც საქართველოში განათლების სისტემას აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ უფროს თაობას ძალიან ხშირად ნაკლები აღქმა აქვს იმ პრობლემების, ვიდრე ამ ახალგაზრდებს, - ამბობს პარტიის თავმჯდომარე.   

სტუდენტები ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძისგან მკაფიო დაპირება მიიღეს, რომ პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი