ამერიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება უკიდურესად მძიმეა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში ეპიდემიოლოგიური მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 40 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 300 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო რამდენიმე შტატში, მათ შორის, კალიფორნიაში, შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ახალი ზომების დაწესებას ანონსებენ.

ეპიდემიის დაწყების დღიდან შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ს ეპიდემიის 2,600 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 130 ათასამდე ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა მთლიანმა რიცხვმა 10 მილიონს გადააჭარბა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი