ე.წ. სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა | სახელისუფლებო პროპაგანდამ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის დისკრედიტაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

სახელისუფლებო პროპაგანდამ 20 ივნისს დაგეგმილი პროდასავლური აქციის დისკრედიტაცია დაიწყო. სოციალურ ქსელში ე.წ. სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა. ამჯერად მასზე მიხეილ სააკაშვილთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სირცხვილიას ის აქტივისტები არიან გამოსახული, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია "შინ ევროპისკენ" დაგეგმეს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამთავრობო მედიები ცდილობენ, "აქციის განეიტრალებას" და იმის წარმოჩენას, რომ თითქოს, ეს აქცია კონკრეტული პარტიის,"ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ორგანიზებული. 

"სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი, საგარეო კურსი და როგორი ბანერებიც არ უნდა შექმნან, ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი დადება ფეისბუქზე, არაფერს შეცვლის", - ამბობს გიგა მაქარაშვილი

ისინი მოუწოდებენ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მივიდეს აქციაზე, რათა პარტნიორმა ქვეყნებმა ნახონ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას. 

"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობს, ეს აქცია წარმოადგინოს როგორც პარტიული ინიციატივა, მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. ეს არის ყველას აქცია", - ამბობს ნოდარ რუხაძე.  

აქცია სიმბოლურად 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ქართველი ხალხის არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი