პოლონეთში საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტური 12 ივნისს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისის განცხადებით, გამარჯვებისთვის მოქმედი პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და ვარშავის მერი რაფალ ტშაკოვსკი იბრძოლებენ.
გუშინ გამართულ არჩევნებში კანდიდატებმა სავალდებულო ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. "იფსოს" წინასწარი მონაცემებით, არჩევნებზე მოსული მოსახლეობის 42%-მა მხარი ანჟეი დუდას დაუჭირა. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა კი ხმათა 30% მიიღო.