მგონია, რომ EU მიიღებს პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

"გვაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები, ესენი არიან ისინი, ვინც აგრძელებენ ევროპის ფუძემდებელი მამების საქმეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ასევე, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მალე, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა. [...] მგონია, რომ ევროკავშირი მიიღებს ისტორიის წინაშე იმ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელიც ეკუთვნის ევროპას და რომელიც არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას, რომლის მიღმაც დარჩება საქართველო".

თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი