საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტია დამარცხდა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხდა. ცენტრალური საარჩენო კომისიის მონაცემებით, ხუთ უდიდეს ქალაქში, მათ შორის, პარიზსა და ლიონში მწვანეები  და სოციალისტები ლიდერობენ.

მეორე ვადით აირჩიეს პარიზის მერის თანამდებობაზე "სოციალისტური პარტიის" ლიდერი  ანნ იდალგო. ლე ჰავრის მერის არჩევნებში კი გამარჯვება მოქმედმა პრემიერ მინისტრმა ედუარდ ფილიპმა მოიპოვა.

არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ მხოლოდ 40% შეადგინა. საფრანგეთის მოქალაქეები მერებსა და მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი