თავდასხმის ახალი რაუნდი საერთაშორისო პარტნიორებზე და ღია შანტაჟი ევროპის წინააღმდეგ - ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, ზუსტად 2 კვირით ადრე, ირაკლი ღარიბაშვილი იმუქრება, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტაუსს არ მიანიჭებს, ყველაფერს ფარდას ახდის;
ევროპარლამენტში მიღებული უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ და ოლიგარქის წინააღმდეგ სანქციების შიშით, ხელისუფლების პირველი პირები ერთმანეთის მიყოლებით უკვე ღიად აკეთებენ ანტიდასავლურ განცხადებებს და საკუთარ მხარდამჭერებს უმტკიცებენ, რომ რეზოლუციასაც და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსსაც ჩალის ფასი აქვს.
ევროპარლამენტარების გარდა, ბიძინა ივანიშვილის მთავარი სპიკერი, დღეს თავს დაესხა პრეზიდენტსაც და სალომე ზურაბიშვილი ტყუილში დაადანაშაულა.
ქართული ოცნების ხელისუფლებამ, შტურმი ქვეყნის შიდა თუ საგარეო ფრონტზე, ბოლო დღეებში სრული მასშტაბით აამუშავა და ორივე ფრონტის მთავარი სამიზნე ქვეყნის ევროპული მომავალია.