ჰონგ კონგში უსაფრთხოების ახალ კანონს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ჰონგ კონგში ანტი-ჩინური გამოსვლები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზრდა. დაკავებულია აქციის 50-ზე მეტი მონაწილე.

მედიის ინფორმაციით, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მომიტინგეები პოლიციის მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ. აქციის მონაწილეები ჰონგ კონგის უსაფრთხოების ახალ კანონსა და პეკინის მიერ ავტონომიის ხელყოფის მცდელობას აპროტესტებდენ.

მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს თანადგომას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრმა სახლმა მიმდინარე პროცესების გამო პეკინისა და ჰონგ კონგის ოფიციალურ პირებს სანქციები უკვე დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი