შეშლილი დიქტატორის აბსურდული ფობიები. ვლადიმერ პუტინის ფსიქიკური აშლილობის პარალელურად, საერთაშორისო მედია, სულ უფრო აქტიურად წერს მის მძიმე დაავადებაზე და იმ შედეგებზე, რაც ამ დაავადების დამალვის მცდელობამ გამოიწვია; გამომძიებელმა ჟურნალისტებმა , რუსეთის პრეზიდენტის რამდენიმე ვიზიტი დეტალურად შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ პუტინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს, ბიოლოგიური მასალის კვალს ბოლომდე აქრობს; ამისთვის მას სპეციალური სამსახურიც აქვს შექმნილი, საგანგებო აღჭურვილობით - ისინი პუტინს საპირფარეშოში დაყვებიან და მის ბიოლოგიურ მასალას აგროვებენ.
საერთაშორისო მედია, წერს, რომ პუტინი ამ გზით მისი დაავადების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს, რომ ბიოლოგიური მასალის კვლევით, არ გახდეს ცნობილი, რა სჭირს ვლადიმერ პუტინს.