
პუტინის ომის და უკრაინელი ხალხის გმირობის მთავარი სიმბოლო აზოვსტალი და ქალაქი მარიუპოლი უწყვეტმა საჰაერო თავდასხმებმა ნანგრევებად აქცია. პუტინს ჰგონია, რომ ნანგრევებად აქცია აზოვის პოლკიც, თუმცა სისხლიან დიქტატორს იმედი აქაც გაუცრუვდა- იმ აზოველებისთვის, ვინც რუსულ ბომბებს ცოცხალი გადაურჩა, ახლა მთავარი მისია საკუთარი თანამებრძოლების ტყვეობიდან გათავისუფლებაა;
აზოვის პოლკის დამფუძნებელი, გიორგი ქუფარაშვილი, მძიმედ დაჭრილი კლინიკაში იმ დროს წაიყვანეს, როცა აზოვსტალი, ოკუპანტების იერიშის მთავარი სამიზნე იყო; გიორგი მალე მკურნალობას დაასრულებს და ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდება, ისევე, როგორც ცოცხლად დარჩენილი სხვა აზოველები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აზოვი ცოცხალია, უკრაინა არ ნებდება და ამ ომში აუცილებლად გაიმარჯებს.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი