
გერმანიის კანცლერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 109 დღის შემდეგ, კიევში ჩასვლა გადაწყვიტა - ინფორმაციას მედია უკრაინისა და საფრანგეთის მთავრობების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად ეს ცნობა ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ შოლცი ბოლო ორი დღეა დასავლეთ ბალკანეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ თავად კანცლერი შოლცი თვლის, რომ გერმანია უკრაინას დიდ დახმარებას უწევს. მან დასძინა, რომ ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უგზავნის ყველაზე თანამედროვე საარტილერიო სისტემებს.