რუსმა ოკუპანტებმა უკვე 287 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 508-ზე მეტი - უკრაინის პროკურატურა

გამოქვეყნდა:

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 287 ბავშვია დაღუპული, 508-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 217, ხარკოვის ოლქში - 149, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 53, ხერსონის ოლქში - 52, ნიკოლაევის ოლქში - 48, ზაპოროჟიეს ოლქში - 30, სუმის ოლქში - 17, დედაქალაქში - 16, ჟიტომირის ოლქში -15.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 971 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 194 მთლიანად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი