
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს და ურჩევს, "ისე მოიქცეს, როგორც სწორია".
მისი თქმით, გერმანია და საფრანგეთი ქვეყანას "ისე არ ეხმარება" იმის გამო, რომ "ყველა გალანძღული ჰყავთ".
"ამერიკა და ბრიტანეთი რომ არ დახმარებოდა ახლა იმას, უკრაინას, რა დღეში იქნებოდა. ევროკავშირიც ეხმარება, პოლონეთი ეხმარება. გერმანიაზე და იმაზე რატომ არ ფიქრობთ, მაკრონი და ისინი რატომ ისე არ ეხმარებიან ხომ? იმიტომ რომ ყველა გალანძღული ჰყავს და გუშინ იმას მიდგნენ კიდევ, ბაიდენს, იმ სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ეხმარებათ. ბიჭო, რომ გაგეცალონ ვინა ხარ? შენებივე შეგჭამენ რა, ის აზოვი ტყვეებად რომ ჩააბარე, ისინი შეგჭამენ. ამიტომ, ცოტა დავფიქრდეთ და მოვიქცეთ ისე, როგორც სწორია", - თქვა მეუფე იაკობმა.
ასევე იხილეთ:
ზელენსკის არ სჯეროდა აშშ-ის დაზვერვის, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა - ბაიდენი