"დიპლომატების მონაცემთა დაცვის ზომებს შევისწავლით" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

გამოქვეყნდა:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა პირადი ინფორმაციის შემცველი ფაილების საჯარო სივრცეში აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

უწყებაში ამბობენ, რომ დიპლომატების მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა დაიწყეს.

"ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამსახურს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოუდგინა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მისმა დარღვევამ, უფლებაში გაუმართლებელმა ჩარევამ ან მონაცემების უსაფრთხოების უგულებელყოფამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მონაცემთა სუბიექტებს.

მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ვინაიდან სიუჟეტი შეიცავს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხს, დაუყონებლივ დაიწყო აღნიშნულის, მათ შორის, მონაცემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების შესწავლა. ასევე, თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდება შესაძლო დანაშაულის ნიშნები, სამსახური დაუყოვნებლივ მოახდენს საზოგადოებისა და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი