ივანიშვილი მხოლოდ მაშინ აზროვნებს ცხადად, როცა ფულის დაკარგვის საფრთხეს იგრძნობს - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებებს სხდომათა დარბაზში მყოფი 120 დეპუტატიდან 117-მა დაუჭირა მხარი. 2020 წლის არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება.

"ნაციონალური მოძრაობა" კენჭსყრას გიორგი რურუას კვლავ საპატიმროში დატოვების გამო არ დასწრებია. 

ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა, რადგან 8 მარტის შეთანხმება არის სანახევროდ შესრულებული, მისი მეორე ნაწილი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ, არ შეასრულა ხელისუფლებამ. მაგრამ მოუწევს ამის გაკეთება, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოუხდა, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სანქციებით დაემუქრნენ და ამიტომ გახდა იძულებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიეღო. გოცირიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიღება მთელი საზოგადოების, ოპოზიცის და იმ ახალგაზრდების დამსახურებაა, ვინც ამჟამად პარლამენტთან აქციას მართავს. საუბარია მოძრაობ "შეცვალესა" და "სირცხვილიას" ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, სადაც გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვდნენ. 

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებული არ არის, რადგან ის ორ საკითხს, საკონსტიტუციო ცვლილებებს და ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებას გულისხმობდა. მისი თქმით, პირველ კენჭისყრაზე მონაწილეობა კანონის ჩავარდნის დაზღვევის მიზნით მიიღეს. 

რაც შეეხება მეორე და მესამე მოსმენას, აი ახლა ზარზეიმით რომ აღნიშნავს "ოცნება", თუკი ისინი კანონპროექტს ჩააგდებდნენ, განმეორებითი კენჭისყრის საშუალებაც იყო. მხოლოდ და მხოლოდ ლუსტრირებას მოახდენდნენ ივანიშვილის და ტალახში ამოსვრიდნენ მის სახელს. რა თქმა უნდა, ისინი საზოგადოების ინტერესებზე მეტად ამას უფრთხილდებიან, - ამბობს ირაკლი აბესაძე. 

მისი თქმით, მეორე და მესამე მოსმენაზე კანონპროექტის მხარდაწერის საკითხი მოულოდნელი არ იყო.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი