თავიდან ეს შეფარვით ხდებოდა, თითქოს ვიღაცას წამოცდებოდა ზევიდან, მერე ნელნელა ჩვენი ყური მიაჩვიეს, მერე ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოახევინეს მათ მიერვე მართულ ბრბოს, ახლა "ქართული ოცნება" პირდაპირ ანტიევროპულ რიტორიკაზე გადავიდა.
და როდის ხდება ეს - როცა ჩვენი ქვეყანა ისტორიულ გზაჯკვარეედინზეა, როცა უნიკალური შანსი გვეძლევა ევროპის კარი შევაღოთ, როცა ჩვენი მოკავშირეები და მეგობრებიც კი, შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მზად არიან რაღაცებზე თვალი დახუჭონ და უფრო მეტად დაგვეხმარონ, ვიდრე სხვა დროს იზავდნენ.
აი, სწორედ ახლა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მოქმედებს, და ლაპარაკობს, როგორც მტერი. როგორ ამას გააკეთებდა რუსეთი და როცა საშუალება აქვს აკეთებს კიდეც ამას კრემლი. ხელისუფლების უმაღლესი ტრიბუნებიდან გადმოდგნენ და ევროპარლემნტის რეზოლუციას სამარცხვინო ფეიკი ეძახეს, ოღონდ არც კანცელარიას, არც პარლამენტს, არც საგარეოს ამ რეზოლუციის ტექსტი არ გამოუქვეყნებია. არადა რა წერია ამ ტექსტში - წერია ის, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას, და არა ცალკეული პერსონების.
დოკუმენტში მხოლოდ რეკომენდაციაა გამოთქმული ივანიშვილის დასანქცირებისა, სამაგიეროდ კატეგორიული ტონითაა მოთხოვნილი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეცეს. ამის მიუხედავად, ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი ჯგუფები სრული მობილიზებით დაირაზმნენ ევროპის წინააღმდეგ.
და აი არც შედეგმა დააყოვნა - ლავროვმა ბოლო დღეებში 3+3-ის ფორმატის აღდგენაზე დაიწყო საუბარი. შემთხვევითი არაა, რომ კრემლი სწორედ ახლა აქტიურდება, როცა საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი ხელისუფლება ჩვენი შვილებისთვის ევროპულ მომავლის განადგურებას ცდილობს, წყალში ყრის არაერთი თაობის მიერ გაღებულ მსხვერპლს და ჩვენს ისტორიულ არჩევანს საფრთხის ქვეშ აყენებს.