პარლამენტის თავმჯდომარეს სპეციალურ განცხადებაში გიორგი რურუას საქმეზე არ უსაუბრია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მადლობას გადაუხადა ყველა დეპუტატს, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენაზე მხარი დაუჭირეს. 

მისი თქმით, 2018 წელს ქვეყანამ მიიღო ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული, ევროპული კონსტიტუცია, რომელშიც გაკეთებულია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ჩანაწერი.

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით დაადასტურეს კენჭისყრაზე არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ჩვენ მიერ აღებული დემოკრატიული ვალდებებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილებით საქართველომ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, - განაცახადა მან.   

თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი დღეს იწყებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობას და ეს ცვლილბები 10 დღის განმავლობაში იქნება მიღებული. 

პარლამენტის თავმჯდომარეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამართული კენჭისყრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პოლიტპატიმარ გიორგი რურუას საქმეზეა კომენტარი არ გაუკეთებია. 

მთავარი შაბათს
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი