"თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილი ლეგიტიმურია" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის წუხილი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმურია. 

"წუხილი ლეგიტიმურია. საქმე ეხება ტერორიზმსა და იარაღის ექსპორტს... ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გვესმოდეს, რომ NATO-ს არცერთ სხვა მოკავშირის ქვეყანაში არ მომხდარა იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთში", - თქვა სტლტენბერგმა ფინეთში პრეზიდენტ საული ნინისტოსთან საერთო პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა და ნიინისტომ განაცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ არაფერი უთქვამთ, არის თუ არა პროგრესი მოლაპარაკებების პროცესში. 

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განცხადება მაისის ბოლოს შეიტანეს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. გადაწყვეტილებას თურქეთი ეწინააღმდეგება. ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ფინეთი და შვედეთი, მხარს უჭერენ ტერორისტულ ორგანიზაციას ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი