ლომჯარიამ ხალხი გაყო ორად - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მორიგი თავდასხმა ნინო ლომჯარიაზე. ივანიშვილის პარტიის წევრებს, ამჯერად სახალხო დამცველის ის განცხადება არ მოსწონთ, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად.

დეპუტატ მაჭარაშვილის აზრით, ლომჯარიას საქმიანობა საზოგადოების მხრიდან ნეგატიურად არის შეფასებული:

"არც მისი არჩევის დროს იყო პოზიტიური დამოკიდებულება, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადამიანისთვის, ვისაც არასამთავრობო სექტორში ჰქონდა გამოცდილება, მიგვეცა შანსი, ეს გამოეყენებინა ხალხის უფლებების დასაცავად. თუმცა, სამწუხაროდ, მან ხალხი გაყო ორად, მისთვის სახალხო დამცველი ნიშნავს რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების უფლებების დამცველს. დანარჩენ საზოგადოებას ხალხად არ მიიჩნევს, შესაბამისად, მათზე, მისი აზრით, ადამიანის უფლებებიც არ ვრცელდება. ეს არის მისი არასწორი პოზიცია, რომელსაც ალბათ, მალე ექნება დასასრული, რადგან მას ვადა გაუვა,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე კი რომემლაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარიც არ გამორიცხა იმ შემთხვევაში თუ ევროპა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებს, ამბობს, რომ მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია:

ორი დღეა გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან.

რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“. გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!" ამბობს ხუნდაძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი