ოქრუაშვილის საქმის ოქროს მოწმე ჟურნალისტებს შავი სათვალის მიღმა ემალება - "მთავარმა" მიხეილ ქარელს მიაგნო

გამოქვეყნდა:

ოქრუაშვილის საქმის ოქროს მოწმე უხერხულ შეკითხვებს გაურბის და კამერებს შავი სათვალის მიღმა ემალება. მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ დღეს „მთავარის“ კამერამ მიხეილ ქარელს საქალაქო სასამართლოს შენობაში მიაგნო.

სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე ემუქრება მრავალწლიანი პატიმრობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელს, ირაკლი ოქრუაშვილს.

მიხეილ ქარელი ჟურნალისტების კითხვებს გაურბის. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო ქარელი მმართველ პარტიას გაურიგდა და შესაძლოა, მან „ქართული ოცნების“ სახელით მიიღოს მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში და გორის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლოს.

მიხეილ ქარელმა საქალაქო სასამართლოს შენობა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტის კითხვას შესაძლო გარიგებასთან დაკავშირებით არ უპასუხა და აღნიშნა, რომ განმარტებას ის მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს.

თავის ჩვენებაში ქარელი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთ სუფრასთან მოისმინა, როგორ საუბრობდა ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის საქმის გაყალბებაზე, თუმცა ქარელი ვერ იხსენებს ვერც ზუსტ დროს, ადგილს და ვერც იმას, კიდევ ვინ ისხდნენ მაგიდასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი