"მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, არ მინდა ამდენი ვილაპარაკო, მაგრამ ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია იცის ყველა ევროპელმა. იმ რეიტინგებს მეგობრებო, ჩვენ რომ გვიწერენ რეიტინგებს, ჩვენ რომ გვაფასებენ, ჩვენი ქვეყნის ღია მმართველობას, ანტიკორუფციულ პოლიტიკას, მედია თავისუფლებას, გამჭვირვალობას, უკაცრავად, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს, ხომ არ შემახსენებთ. ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაღალი რეპუტაციის, ავტორიტეტული ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ ქვეყნებს თავიანთი რეფორმებისა და იმ მიღწევების მიხედვით, რომელიც ქვეყანას აქვს, ამ მიღწევების მიხედვით უკაცრავად, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის და არა მხოლოდ, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროპულ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით".
თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.